საოჯახო სასტუმრო სკიჯის სახლი -ს ადგილმდებარეობაა ჩოხატაური. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 60 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 35 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით და ტაქსის სერვისით.
ბინას აქვს:
- აივანი
- ტელევიზორი
საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლი“ მდებარეობს გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში (ზენობანი), ბახმაროსკენ მიმავალ გზაზედ, მდინარე გუბაზოულის ხეობაში. მთაგორიან ულამაზეს, ქართულ სოფელში. ავთენტური ინტერიერის მქონე, კომფორტულ საკუთრებაში არსებულ ორ-სართულიან სახლში.
სახლში ერთდროულად შესაძლებელია 11 ვიზიტორის მიღება (საძინებლების გარდა შესაძლებელია მისაღებში არსებული დივნების გაშლა); ეზო არის კეთილმოწყობილი, შთამბეჭდავი პეიზაჟით, ხეხილის ბაღით, გურული ტრადიციული „ქუხნით“ შუაცეცხლითა და კეცებით. სტუმრებს ვუმასპინძლდებით გურული კერძებით; ნატურალური ინგრედიენტების ნაწილი ჩვენსავე ბაღჩაშია მოყვანილი.
სასტუმროს დამატებითი ფასიანი სერვისებია: კულტურული და საფეხმავლო ტურები, თევზაობა, ნადირობა, კულინარიული მასტერკლასები: კეცზე ხაჭაპურისა და ჭადის გამოცხობა, ფელამუშის/ჩურჩხელას მომზადება, ყველის ამოყვანა, ჩირის გაშრობა, მწავდის შეწვა.სახლში ფუნქციონირებს ჩირის საშრობი საოჯახო საამქრო „სკიჯი“.