სასტუმრო შატო ყვარელი -ს ადგილმდებარეობაა ყვარელი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 120 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით, ტაქსის სერვისით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
სასტუმრო "შატო ყვარელი" მდებარეობს კახეთში, თბილისიდან 129კმ-ში, ქალაქ ყვარლის ცენტრში, რაიონის მუნიციპალიტეტის შენობასა და ისტორიულ ციხეს შორის,ზღვის დონიდან 400მ სიმაღლეზე. სასტუმრო ,,შატო ყვარელი" ქალაქის ცენტრში მდებარეობს,რაც საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ ქალაქის კულტურულ ცხოვრებას. სასტუმროს გვერდით მდებარეობს ყვარლის ისტორიული ციხე - გალავანი,სადაც პერიოდულად იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. აქვეა განლაგებული მუზეუმები, ეკლესიები, კინო-თეატრი. სასტუმროდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს კურორტი ილიას ტბა, სადაც არის უფასო სპორტული მოედნები, გარე ტრენაჟორები, სარბენი და საველოსიპედე ბილიკები. ასევე შეგიძლიათ იქირავოთ ნავები, წყლის ველოსიპედები, სკუტერები
სასტუმრო ღვინის კომპანია კორპორაცია ქინძმარაულის ტერიტორიაზეა აშენებული, რაც ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ პირებს აძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას ადგილზე დააგემოვნონ კომპანიის მიერ წარმოებული ცნობილი ღვინოები.
სასტუმრო შატო ყვარელს აქვს ტრადიციული კაფე. აქ შემოგთავაზებენ ქართულ და ევროპულ კერძებს, განუმეორებელი ქართული ღვინით. კაფეს გარს არტყავს უძველესი ციხე - გალავანი.
მაგიდები განლაგებულია ღია ცის ქვეშ. ეზოში სუფევს სასიამოვნო გარემო. კაფე მუშაობს დილის 9სთ-დან საღამოს 9სთ-მდე.
სასტუმროშივეა რესტორანი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ როგორც ქართული ასევე ევროპული კერძების მრავალფეროვანი ასორტიმენტით. ასევე გეძლევათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ ,,კორპორაცია ქინძმარაულის'' მიერ ბრენდირებული რამდენიმე სახის ღვინო. მშვიდი, ნათელი გარემო და მომსახურების მაღალი ხარისხი მოგცემთ საშუალებას განიტვირთოთ და იგრძნოთ თავი კომფორტულად.
საკონფერენციო დარბაზი სასტუმროს პირველ სართულზეა განთავსებული. დარბაზი განკუთვნილია როგორც საქმიანი შეხვედრებისათვის ასევე სახვადასხვა სახის ტრენინგებისა და სემინარების ჩასატარებლად. ღვინით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ უფასოდ დაესწრონ სემინარებს ღვინის წარმოების ისტორიის და ტექნოლოგიის შესახებ. სემინარები იმართება ყოველკვირეულად. საკონფერენციო დარბაზი აღრჭურვილია თანამედროვე აუდიო-ვიდეო ტექნიკით, ასევე მინი კინოთეატრით და ინტერნეტით. სასტუმრო "შატო ყვარელი" იდეალური ადგილია ბიზნეს და სხვა შეხვედრების გასამართად, რადგან აქვს კომფორტული საკოფერენციო დარბაზი, რომელიც გათვლილია 50 ადამიანზე.არჭურვილია პროქტორით,უსადენო ინტერნეტით, საწერი დაფით და უახლესი ვიდეო ტექნიკით.