სასტუმრო როიალ ბატონი -ს ადგილმდებარეობაა ყვარელი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 120 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 25 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, ფიტნეს დარბაზით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით, ტაქსის სერვისით, აუზით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
სასტუმრო როიალ ბატონი მდებარეობს კახეთში, ილიას ტბაზე. როიალ ბატონი 2013 წლის 27 ივლისს გაიხსნა.
სასტუმროს შემადგენლობაშია:
- რესტორანი ღია ბარითა და ვერანდით ილიას ტბის ხედზე;
- საკონფერენციო დარბაზი;
- ჰაერში გადაკიდული ღია საცურაო აუზი ილიას ტბის ხედით;
- მარანი;
- საუნა;
- სიგარა რუმი.
სასტუმროს ასევე აქვს ბიბლიოთეკა, ბუხრის ოთახი და ტერასები.
როიალ ბატონის სტუმრებს რამდენიმე წუთის სავალ გზაზე შეუძლიათ დაათვალიერონ საქართველოს უძველესი ისტორიული ძეგლები, ითევზაონ, ისეირნონ ველოსიპედებით, ისარგებლონ ილიას ტბაზე არსებული ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული კერძების მომზადებაში და დააგემოვნონ კახური ღვინო. ჩვენ ასევე მოგიწყობთ ქორწილებს, კორპორატიულ საღამოებს, ჯუფურ შეჯიბრებებს, დაბადების დღეებს და სხვა ღონისძიებებს.
სასტუმროები ,,როიალ ბატონი'' და ,,შატო მერე'' ღვინის კომპანია "ვინივერიას" ბაზაზე დაფუძნდა. ადგილობრივი ყურძნის გადამუშავებით "ვინივერია" თეთრი და წითელი ღვინის რამდენიმე სახეობას აწარმოებს. კახური და ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გადის.
უნიკალური ბუნებისა და არიტექტურის ნაზავი, თვალისმომჭრელი ხედები, მაღალი დონის მომსახურება, საუკეთესო გარემოს ქმნის დასვენების, საქმიანი ურთიერთობების თუ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის.
აუზი : სასტუმროს სავიზიტო ბარათი და ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა, ილიას ტბაზე გადაკიდული უნიკალური ღია საცურაო აუზია
რესტორანი : საუკეთესო ადგილი დასვენების, გართობის და დღესასწაულების აღსანიშნავად.
გთავაზობთ დაახლოებით 100 პერსონაზე გათვლილ რესტორანს ილიას ტბის ულამაზეს ხედზე გამავალი ვერანდით.ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებულ ქართულ და ევროპულ კერძებს. დიეტურ და ვეგეტარიანულ სამზარეულოს (მოთხოვნით). ლაუნჯსა და ღია ბარს ვერანდაზე.
საკონფერენციო: საუკეთესო გარემო საქმიანი შეხვედრებისთვის. ჩვენ გთავაზობთ 90-100 პერსონაზე გათვლილ სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, საკუთარი ვერანდითა და სამუშაო ოთახებით.
ტურები: გთავაზობთ:
- საცხენოსნო და ველო ტურებს ყვარელში;
- ტრანსპორტირებას როგორც თბილისიდან და აეროპორტიდან, ასევე საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან და უკან;
- ტურებს საქართველოს მასშტაბით: ალავერდი, წინანდალი, გრემი, ყაზბეგი, სნო, ჯუთა, უფლისციხე (4 პერსონაზე მსუბუქი ავტომობილით).