სასტუმრო ლუქს პალასი -ს ადგილმდებარეობაა ქუთაისი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 20 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, ტაქსის სერვისით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
ჩვენი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გამოირჩევა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობითა და უნიკალური დამოკიდებულებით. ის მდებარეობს რკინიგზის სადგურისა და ქალაქის ცენტრის ახლოს, საქართველოს პარლამენტის მახლობლად, რომელიც განთავსებულია სწორედ ქუთაისში.
სასტუმრო ყველაზე ახლოა საერთაშორისო აეროპორტთან ვიდრე ქალაქში არსებული სხვა სასტუმროები.
ჩვენი მოსამსახურე პერსონალი გააკეთებს ყველაფერს, რათა თქვენს მიერ სასტუმროში გატარებული პერიოდი დარჩეს სასურველ მოგონებად და უპასუხებენ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას ქალაქისა და მისი ღირსშესანიშნაობების შეახებ. აგრეთვე ორგანიზებას გაუკეთებთ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ექსკურსიებს თქვენივე სურვილისამებრ ქალაქის ისეთ ღირსშესანიშნავ ადგილებში, როგორიცაა პრომეთეს მღვიმე. ჩვენ ექსკურსიებს ვატარებთ ქართულ, რუსულ, ინგლისურ, თურქულ და ბერძნულ ენებზე.
თქვენი ხელსაყრელი დასვენების მიზნით ყოველ დილით ჩვენ გთავაზობთ მსუყე და გემრიელ საუზმეს, რომლის ღირებულებაც შედის ჩვენს სასტუმროში. ეს გახლავთ კონტინენტალური საუზმე, რომელიც მიეწოდება თქვენს მაგიდას. ტიპიური პროდუქტები: თეთრი და ყვითელი ყველი, ძეხვეულის ნაწარმი,ქართული ბოსტნეული, თაფლი, ჯემი და სხვადასხვანაირი თბილი კერძები, რომლებიც უსათუოდ დააკმაყოფილებენ თქვენს გემოვნებას. ამასთანავე ჩვენი სამზარეულო მზადაა თქვენი სურვილი დააკმაყოფილოს აღნიშნული დროის ადრეც და მოგვიანებით. თუ კი თქვენ გნებავთ შეუკვეთოთ სხვა კერძი ან გაგაჩნიათ სპეციალური არჩევანი, გთხოვთ, გვამცნოთ ამის შესახებ რეგისტრაციის დროს. ჩვენ შევეცდებით შეგისრულოთ ყველანაირი სურვილი.