სასტუმრო ჩვენი ეზო -ს ადგილმდებარეობაა ქობულეთი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 45 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
სანაპირო ზოლი მდებარეობს ობიექტიდან ფეხით 2 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით, ტაქსის სერვისით, აუზით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
სასტუმრო "ჩვენი ეზო" ქობულეთის ერთ–ერთ ცენტრალურ, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს, მხოლოდ რამოდენიმე ნაბიჯის მანძილზე ზღვიდან. სტუმარს ზღვაზე მოსხვედრად მხოლოდ ბულვარის გადაკვეთა და რამოდენიმე წუთი სჭირდება. ჩვენი ეზო არის 600 მეტრში ქობულეთის ცენტრალური პარკიდან, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ და გაერთონ. სასტუმრო "ჩვენი ეზო" მდებარეობს ქობულეთის საკურორტო უბანში,ზღვიდან 90 მეტრის დაშორებით. სასტუმროს ირგვლივ მრავალი გასართობი და სავაჭრო ცენტრია.
სასტუმრო “ჩვენი ეზო” განთავსებულია ოთხ სართულიან შენობაში. პირველ სართულზე, ტერასაზე, მდებარეობს კაფე, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და დააგემოვნოთ გემრიელი ქართული კერძები. კაფე ძალიან კომფორტულია, რასაც ხელს უწყობს სასიამოვნო ატმოსფერო. სასტუმროს ასევე აქვს დიდი ეზო ღია ხედით, სადაც თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ დილის ყავა.
სასტუმროს უკანა მხარეს მწვანე მინდორია, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ ფეხბურთი, ან უბრალოდ დაისვენონ ბალახზე.
სასტუმრო "ჩვენს ეზოში " თქვენ დაგხვდებათ მომღიმარი, სტუმარმოყვარე პერსონალი, რომელიც მზად არის ნებისმიერი თქვენი სურვილი თუ მოთხოვნა დააკმაყოფილონ.
სასტუმრო "ჩვენი ეზო" გთავაზობთ კომფორტულ, მყუდრო და ოჯახურ გარემოს საუკეთესო დასვენებისათვის.