სასტუმრო სანატორიუმი კოლხიდა -ს ადგილმდებარეობაა ურეკი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 60 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
სანაპირო ზოლი მდებარეობს ობიექტიდან ფეხით 2 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით, ტაქსის სერვისით, განიტვირთოთ მასაჟის პროცედურებით, აუზით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
სანატორიუმი "კოლხიდა" ფიჭვნარით მდიდარ უნიკალურ სანაპიროზეა გაშენებული, ფლობს საკუთარ 3 ჰექტარ ეზოს და საკუთარ 250 გრძივ მეტრ პლაჟს. ჩვენი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გთავაზობთ სერვისს, რომელშიც შეზავებულია კომფორტი და ტრადიციული ქართული სტუმარ-მასპინძლობა. სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვა, მზე და უნიკალური მაგნიტური ქვიშა - ბუნების ეს ნამდვილი საოცრება შესანიშნავ საშუალებას იძლევა ტურისტების დასვენების, გაჯანსაღებისა და მკურნალობისათვის.
"სანატორიუმი კოლხიდა" იდეალური ადგილია დასვენებისათვის და მკურნალობა-გაჯანსაღებისათვის, უნიკალური მაგნიტური ქვიშა, მაგნიტური ველი, მზე და საკუთარი პლიაჟი, 3 ჰექტარი ეზო, სარელაქსაციო და სამკურნალო პროცედურები, 3-ჯერადი კვება (შვედური მაგიდა), ყურადღებიანი და თბილი პერსონალი.
საკუთარი პლიაჟი რომელიც ყოველ დღე სუფთავდება, აუზი ბავშვებისთვის ცალკე და დიდებისთვის ცალკე.
ეზო შემოსაზღვრული დაცვითა და ვიდეო კონტროლით.
"კოლხიდაში" ყველა პირობაა შექმნილი სრულყოფილი ოჯახური დასვენების, ჯანმრთელობის რეაბილიტაციისა და გართობისთვის. ჩვენს გამაჯანსაღებელ ცენტრში შემოთავაზებული პროცედურები საშუალებას მოგცემთ სრულყოფილად დაისვენოთ და აღიდგინოთ ენერგია...(სამკურნალო პროცედურები არის ფასიანი.)
აქ თქვენ შეძლებთ საკუთარ თავზე გამოსცადოთ ურეკის უნიკალური მაგნიტური ქვიშის სამკურნალო ეფექტი, რომელიც ერთნაირად ეფექტურად მოქმედებს როგორც ბავშვებზე, ასევე, დიდებზე, მით უფრო, რომ მაგნიტური ველი გადაღლილობის, სტრესის მოხსნისა და დეპრესიისგან თავის დაზღვევის საუკეთესო საშუალებაა.
თავისუფალი დროის დაგეგმვა
- პროგრამით გათვალისწინებული კულტურულ-გასართობი ღონისძიებები მოიცავს: დისკოთეკას, დასვენების საღამოებს, სპორტულ თამაშებს, შეჯიბრებებს, კონკურსებს, კონცერტებს, ნეპტუნის დღესასწაულს და ა.შ.
- სპორტის მოყვარულთათვის მუდმივად ეწყობა ფრენბურთისა და საფეხბურთო თამაშები დამსვენებელთა და სანატორიუმის პერსონალის გუნდებს შორის.
- ბუნების მოყვარულებისთვის ეწყობა ლაშქრობები კოლხეთის ეროვნულ პარკში.
- თევზაობისა და სიჩუმის მოყვარულთათვის ეწყობა მეთევზის დღეები.
- მუსიკალური მარათონების მოყვარულებისთვის არსებობს დიკოთეკა და კარაოკე ხმის მაღალი ხარისხის რეგულირებით.
- სანატორიუმის ტერიტორიაზე `ჩამოჯდომის~ მოყვარულების განკარგულებაშია ბუნგალო.
- მწვადის მოყვარულებისთვის სანატორიუმს გააჩნია ყველა საჭირო ინვენტარი.
- კემპინგებისა და ოჯახური პიკნიკებისათვის ვაწყობთ გასვლებს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ეგზოტიკურ ადგილებში.
"კოლხიდა" გთავაზობთ კომპლექსის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზებას – დაწყებული ბიზნეს-ტრეინინგებით დამთავრებული ფართო მასშტაბიანი საორგანიზაციო გასვლითი ღონისძიებებით...