სასტუმრო რჩეული ფიროსმანი -ს ადგილმდებარეობაა სიღნაღი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 90 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 90 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, ტაქსის სერვისით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
სასტუმრო "რჩეული ფიროსმანი" მდებარეობს ისტორიული სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მუნიციპალიტეტისა და თეატრის გვერდით.
სასტუმროს ნომრები მოგცემთ საშუალებას შესანიშნავად დაისვენოთ გემოვნებით მოწყობილ გარემოში, სასტუმროს აქვს 18 კომფორტული ნომერი, ზოგიერთი მათგანი აივნით, ასევე საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 55 ადამიანზეა გათვლილი. სასტუმროს ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯით კომფორტული და მყუდრო დასვენებისთვის.
სასტუმრო "რჩეული ფიროსმანი" გთავაზობთ სიღნაღში ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ რესტორანს, სადაც გარემოს ავსებს ისტორიული სიღნაღის ხედი. რესტორანი გთავაზობთ ქართული და ევროპული კერძების დიდ არჩევანს, დამზადებულს ახალი, ადგილობრივი პროდუქტით. აქ, მშვენიერ სიყვარულის ქალაქში შეგიძლიათ გადაიხადოთ ქორწილი, აღნიშნოთ დაბადების დღე ან უბრალოდ ისადილოთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
ეწვიეთ სიღნაღს, მუსიკის, ხელოვნების და სიყვარულის ქალაქს და თქვენ ნამდვილად დადგებით რომანტიულ განწყობაზე!
აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ისტორიული და რელიგიური ადგილები, არქიტექტურული ძეგლები, ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშები, ქართული ხალიჩები, დატკბეთ მუსიკით და მხატვრობით, გაეცნოთ ძველ ტრადიციებს და დააგემოვნოთ ქართული ღვინო, ნახოთ ქართული სტუმართმოყვარეობა. თვალწარტაცი ხედები კი ხიბლავს ტურისტებს.