სასტუმრო ბრიგიტე -ს ადგილმდებარეობაა სიღნაღი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 90 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით, აუზით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
ფასში შედის: საუზმე, საცურაო აუზი, უკაბელო ინტერნეტი
სასტუმროს ემსახურება თავისივე რესტორანი, ღვინის მარანი და 2 საცურაო აუზი.
რესტორანი „ბრიგიტე“ სიღნაღში – ახალი, დაუვიწყარი შეგრძნებებით აღსავსე საღამოს მოგიწყობთ.
გთავაზობთ დაბადების დღის გადახდას, რომანტიკულ ვახშამს, სადღესასწაულო საღამოებს, მეგობრებთან ერთად უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას და სურვილის შემთხვევაში თქვენზე მორგებული ღონისძიების დაგეგმვას.
თუ გსურთ დედაქალაქის ხმაურიან გარემოს დააღწიოთ თავი – გვესტუმრეთ ნებისმიერ დროს. თქვენ საშუალება გაქვთ არჩევანი გააკეთოთ როგორც ტრადიციულ, ასევე ევროპულ სამზარეულოზე. შეგეძლებათ მყუდრო გარემოში განმარტოვებაც და კორპორატიული ივენთის მოწყობაც.
თქვენ გელით სტუმართმოყვარე, თანამედროვე, ყველასგან განსხვავებული გარემო.
სასტუმრო „ბრიგიტე“ გთავაზობთ გაატაროთ სასიამოვნო დღეები კახეთში, ქალაქ „სიღნაღში“ თბილისიდან 115კმ-ში. სასტუმროს განლაგება საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ქალაქის, კავკასიონის და ალაზნის ველის ულამაზესი ხედებით. ზაფხულის ცხელ დღეებში შეგიძლიათ ისიამოვნოთ სასტუმროს დიდი და ბავშვებისთვის განკუთვნილ პატარა აუზებით. სასტუმროში განლაგებული მცირე მუზეუმი ადგილობრივი ტრადიციული ხელნაკეთი ნივთებით, მარანი, და ტერასა თქვენს დასვენებას კიდევ უფრო მეტ ხიბლს შესძენს. სასტუმრო „ბრიგიტეს“ რესტორანი წარმოგიდგენთ განსაკუთრებულ ქართულ მენიუს.
სასტუმრო „ბრიგიტე“ ასევე მზად არის უმასპინძლოს კონფერენციებს.
სასტუმრო „ბრიგიტე“ მდებარეობს სიღნაღის ისტორიული ციხესიმაგრიდან 5 წუთის, ხოლო ეთნოგრაფიული მუზეუმიდან 2 წუთის სავალ მანძილზე. სიღნაღის ერთ-ერთ თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობას მისი გალავანი წარმოადგენს, რომელიც თითქმის 4 კმ-ზეა გადაჭიმული. სიღნაღიდან 2 კმ მოშორებით მდებარეობს ულამაზესი ბოდბეს მონასტრის კომპლექსი. ღვინის მოყვარულებისთვის კახეთში მოგზაურობა, ხომ განსაკუთრებული თავგადასავალია. კახეთი ქართული მეღვინეობის უძველესი და უნიკალური რეგიონია. კახეთში იწარმოება. მსოფლიოში ცნობილი უმეტესი უნიკალური, ქართული ტრადიციული წესით დაყენებული ღვინო, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. სასტუმრო „ბრიგიტე“ სიამოვნებით გიმასპინძლებთ და გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას!