საოჯახო სასტუმრო ვილიჯ ჰაუს ლატალი -ს ადგილმდებარეობაა მესტიასთან ახლოს. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 20 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 180 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით და ტაქსის სერვისით.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- საშხაპე
სასტუმრო "ვილიჯ ჰაუს ლატალი" მდებარეობს სვანეთში, მესტიამდე 10 წუთის სავალზე, სოფელ ლატალში, მთავარ გზატკეცილთან, ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ტრასიდან 25 წუთის მანძილზე. მშვიდი და თანამედროვე ინტერიერით, ულამაზესი ხედებით, ბუნებრივი ხის ავეჯით, კომფორტული საწოლებით, სასადილო და სასტუმრო ოთახებით. სასტუმროს აქვს დიდი და ლამაზი ეზო ღამის განათებით, სადაც დიდ დროს ატარებენ ჩვენი სტუმრები.
სასტუმროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საკუთარ სტუმრებს შესთავაზოს ადგილობრივი, ნატურალური, ყოველდღიურად ახალი, ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტები (გვაქვს საკუთარი ფერმა). სტუმრებს ვთავაზობთ მრავალფეროვან მენიუს, ვაზიარებთ სვანურ ტრადიციულ კერძებს.
დამატებითი მომსახურება:
ტრანსპორტით უზრუნველყოფა ადგილზე, უცხოელი ტურისტების დახვედრა აეროპორტებში (ასევე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში) და ჩამოყვანა სვანეთში.
-გიდის მომსახურება,
-ტურისტული მარშუტების შეთავაზება,
-სვანეთის კულტურული და ტრადიციული მემკვიდრეობის გაცნობა,
-საცხენოსნო ტურების უზრუნველყოფა,
-ღონისძიებების დაგეგმვა სვანური ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით,
-ლამაზი საღამოების მოწყობა ჩვენს ლამაზ ბაღში.
სვანეთი ქართული უძველესი კულტურისა და ტრადიციების, ულამაზესი ბუნების მქონე მხარეა და თუ გსურთ ჩაწვდეთ ისტორიის სიღრმეებს, უნდა ეწვიოთ მას. ჩვენ კი დაგეხმარებით, რომ ზღაპრული და დაუვიწყარი იყოს თქვენი დასვენება.
ცხენებით მომსახურება და ტურების მოწყობა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე მთლიანი სვანეთის მასშტაბით.
გვყავს მაღალკვალიფიციური გიდი, რომლის დაქირავებაც შესაძლებელია.
სასტუმროში უთო და ფენი არის მოთხოვნით!