სასტუმრო ჩემი სახლი -ს ადგილმდებარეობაა თელავი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 90 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
სასტუმრო "ჩემი სახლი" მდებარეობს თელავის ცენტრში. ათი წუთის სავალზე ქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობებიდან: ერეკლე II სასახლე, ისტორიული მუზეუმი, თელავის ცნობილი თეატრი.
დააგემოვნეთ უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძები ჩვენს რესტორანში.
"ჩემი სახლი" -ს რესტორანი მარანი თავისი კახური სტილით შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის კორპორატიული თუ სადღესასწაულო საღამოების ორგანიზებისათვის. მშვიდი გარემო და გულისხმიერი მომსახურება დაუვიწყარს გახდის ჩვენთან გატარებულ დროს.
უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები მარანის სავიზიტო ბარათია. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ქვევრიდან ღვინის დაგემოვნება.
ასევე შესაძლებელია დატკბეთ ქართული სიმღერის მრავალხმიანობით (მოთხოვნის შემთხვევაში).
სასტუმრო საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ ჩურჩხელების ამოვლებაში, მწვადის შეწვაში, ქართული შოთის ცხობაში, ხინკლის მოხვევასა და ქვევრის გახსნაში (მოთხოვნის შემთხვევაში).