სასტუმრო მუზა -ს ადგილმდებარეობაა თბილისი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 30 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით და ტაქსის სერვისით.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ერთიანი კომპლექსი “მუზა” მოიცავს საგამოფენო, საკონცერტო, საკონფერენციო დარბაზებს და პატარა სასტუმროს.
პარკი ქანდაკებებითა და ლამაზი შადრევნით; ბუნებრივი მწვანე ხალიჩითა და მშვენიერი ფიჭვნარით საუკეთესოა როგორც მოსასვენებლად ასევე სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. აქვეა კაფე-ბარი სადაც შეგიძლიათ მშვიდ და ლამაზ ატმოსფეროში გაატაროთ თქვენი საღამოები. აქვე შეიძლება მოეწყოს საზეიმო ბანკეტები და ფურშეტები.
სასტუმრო მდებარეობს მშვიდ და დაცულ უბანში. სასტუმროს მახლობლად არის რამდენიმე საელჩო, ვაკის პარკი, სტადიონი, საცურაო აუზი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი. სასტუმროს ეზო გარშემორტყმულია ტყე-პარკით. 500 მეტრში არის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ – ქართული ყოფითი კულტურისა და ტრადიციების ამსახველი კომპლექსი. აქვეა კუს ტბა თავისი დასასვენებელი და გასართობი ინფრასტრუქტურით.