სასტუმრო იბერია პალასი -ს ადგილმდებარეობაა ზუგდიდი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 90 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, ტაქსის სერვისით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
სასტუმრო-რესტორანი „იბერია პალასი“ პირველი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა ზუგდიდში, რომელიც მდებარეობს ცენტრალური მოედნიდან 50 მეტრში. სასტუმრო აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის ნომრებით: სტანდარტული, ბიზნეს კატეგორიის, ნახევრად ლუქსი და აპარტამენტის ტოლფასი ლუქსი. იბერია პალასი წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს ბიზნესმენებისა და ინდივიდუალური მოგზაურებისათვის.
სასტუმროს მე-4 სართულზე განთავსებულია კლასიკური დიზაინისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი რესტორანი, თანამედროვე ბარითა და ღია ვერანდით.
სასტუმრო-რესტორანი იბერია პალასი გთავაზობთ უმაღლესი დონის მომსახურეობას, თბილ, კომფორტულ გარემოს, უგემრიელეს სამზარეულოს-ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენთან გატარებული დრო იყოს სასიამოვნო და დაუვიწყარი.
რესტორანი
რესტორანი იბერია პალასი გამორჩეულია თავისი ექსკლუზიური დიზაინით, მენიუს მრავალფეროვანი არჩევანით, კარაოკე სისტემით, გემოვნებიანი და ცოცხალი მუსიკით. ჩვენ გთავაზობთ ელიტარული რესტორნის მომსახურების მაღალ ხარისხს, უგემრიელეს ქართულ და ევროპულ კერძებს, ჩილიმს, განსხვავებულ ტკბილეულს და ბრენდულ კოქტეილებს.
იბერია პალასი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დილით მაცოცხლებელი ფინჯანი ყავისა თუ არომატული ჩაის მისართმევად. თქვენ შეგიძლიათ მყუდროდ მოკალათდეთ მზის პირველი სხივებით განათებულ ვერანდაზე და დატკბეთ ქალაქის ლამაზი ხედით.
რესტორანი ასევე მზადაა სხვადასხვა სახის წვეულებებისთვის: ბანკეტი, დაბადების დღე, კორპორაციული საღამო თუ მცირე ზომის ქორწილისათვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგილამაზოთ განსაკუთრებული დღეები.
საკონფერენციო დარბაზი
სასტუმრო -რესტორანი იბერია პალასი გთავაზობთ მცირე ზომის საკონფერენციო 20-25 კაციან დარბაზს. საკონფერენციო ოთახი სრულად აღჭურვილია საქმიანი შეხვედრისთვის, პროფესიონალი და ყურადღებიანი პერსონალით, რომელიც ყოველთვის მზადაა დაეხმაროს სტუმრებს ნებისმიერ საკითხში.
ჩვენ ასევე გთავაზობთ კოფე-ბრეიქის და ლანჩის მრავალფეროვან მენიუს.