სასტუმრო ანდამატი -ს ადგილმდებარეობაა გრიგოლეთი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 50 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
სანაპირო ზოლი მდებარეობს ობიექტიდან ფეხით 1 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით, აუზით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
დასასვენებელი კომპლექსი „ანდამატი“ მდებარეობს ლანჩხუთის რაიონის დაბა გრიგოლეთში, საქართველოს კურორტ მალთაყვასა და მაგნიტური ქვიშებით ცნობილ კურორტ ურეკს შორის.
კომპლექსის ტერიტორია 2.5 ჰექტარს შეადგენს. მისი უდიდესი ნაწილი დაფარულია მრავალწლიანი ფიჭვნარით, რომელიც ქმნის იდეალურ მიკროკლიმატს დასვენებისა და გართობისათვის. ეს კლიმატი განსაკუთრებით სასარგებლოა გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ზღვის სანაპირო ზოლი წარმოადგენს სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის პლაჟს.
დასასვენებელ კომპლექსში ფუნქციონირებს რესტორანი ქართული და ევროპული სამზარეულოთი, ბარი, ბუნგალო ზღვის სანაპიროზე. იდეალური პირობებია შექმნილი ყველაზე პატარებისთვისაც. ისინი მთელი დღის მანძილზე ანიმატორების გართობისა და მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან, რაც დიდ კომფორტს ქმნის მშობლების დასვენებისათვის.
„ანდამატის“ საცურაო აუზი ივსება ზღვის გაფილტრული წყლით, აქვეა განლაგებული ჩოგბურთის და ბადმინტონის კორტი, მაგიდის ჩოგბურთი, საბილიარდო, პლაჟის ფრენბურთისა და პლაჟის ფეხბურთის მოედნები, ღამის კლუბი, წყლის სხვადასხვა ატრაქციონები. კომპლექსის ფიჭვნარი მოფენილია ჰამაკებით, რომელიც შუადღის ხვატის დროს საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ და დატკბეთ ბუნგალოდან მომავალი ტკბილი ჰანგებით. კომპლექსის კეთილმოწყობილი პლაჟი ყოველდღიურად სუფთავდება და ივარცხნება.
დამსვენებელთა განკარგულებაშია 70 ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი.