საოჯახო სასტუმრო ეკო კოტეჯები -ს ადგილმდებარეობაა ბორჯომთან ახლოს. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 210 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით და ტაქსის სერვისით.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
ეკო კოტეჯები მდებარეობს ბორჯომის რაიონ სოფელ ტიმოთესუბანში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1100 მ.
კლიმატი საშუალო- მთის. დოფელს ჩამოუდის მდინარე გუჯარეთისწყალი. კოტეჯებიდან 100 მეტრში მდებარეობს 12-13 საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ამავე სოფელშია მიუვალ კლდეში ნაკვეთი სახლები, რომლების სავარაუდოდ შუა საუკუნეებშია აგებული. ტიმოთესუბანი არის ბორჯომიდან 17კმ.ში ხოლო წაღვერიდან 3 კმ.ში.
ჩვენამდე მოხვალთ შეუფერხებლად, ვინაიდან გზა ეკო კოტეჯებამდე კეთილმოწყობილია: თბილისიდან 2 საათში, ხაშურიდან 40 წუთში, ქუთაისიდან 2 საათში, ბათუმიდან 4 საათში.
ეკო კოტეჯები მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, გვირგვინას მთის ძირას, კოტეჯებს გარს აკრავს ფიჭვისა და ნაძვის ტყე, გვერდით ჩამოუდის მორაკრაკე მთის ნაკადული.
ეზო კეთილმოწყობილია როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზრდილებისთვის. შესაძლებელია ბარბექიუს მოწყობა.