სასტუმრო სნოუ პლაზა -ს ადგილმდებარეობაა ბაკურიანი. ის მდებარეობს რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, ფიტნეს დარბაზით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, ტაქსის სერვისით, განიტვირთოთ მასაჟის პროცედურებით, აუზით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- ფენი
სასტუმროს "სნოუ პლაზა" გააჩნია არაჩვეულებრივი მდებარეობა. დიდი საბაგიროები სასტუმროდან სხვადასხვა მხარე მდებარეობს და მათ შორის მანძილი თანაბარია, 2 კილომეტრს შეადგენს. 25 მეტრიანი სასრიალოები ჩვენგან 200 მეტრის დაშორებითა. სასტუმროს ღირსებად მიგვაჩნია ის ფაქტი რომ სასტუმროს გახსნიდან წელიწადნახევარზე ცოტა მეტია გასული და ის უკვე პოპულარულია არა მხოლოდ ბორჯომის რაიონში არამედ საქართველოს დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში.
სასტუმროს ცენტრალური მდებარეობა ერთ ერთ ღირსებას წარმოადგენს! მაღალი დონის სერვისი, კომფორტული და მყუდრო გარემო, სტუმართმოყვარე პერსონალი, შესრულებული სურვილები და ჩვენთან გატარებული დრო სასიამოვნო მოგონებებს შეგიქმნით ხანგრძლივი დროით.
სასტუმროს პირველ სართულზე მდებარეობს ნათელი, მყუდრო რესტორანი, რომელიც ჩვენს სტუმრებს სთავაზობს საუზმეს, სადილს და ვახშამს შვედური მაგიდის სახით , 30 ზე მეტი დასახელების კერძით (როგორც სალათების ცხელი კერძების და რძის პროდუქტების ასევე არაჩვეულებრივი საკონდიტრო ნაწარმის)
რესტორნის დარბაზი გათვლილია 100-120 პერსონაზე, რაც სხვადასხვა ტიპის წვეულებების (მათ შორის ბიზნეს ლანჩების, კორპორატიული და საბავშვო დღესასწაულების) ჩატარების არაჩვეულებრივ შესაძლებლობას იძლევა.
ჩვენ სიამოვნებით შევადგენთ თქვენთვის სასურველ მენიუს მათ შორის მრავალფეროვანი დიეტური პროდუქტების ჩართვის შესაძლებლობით, თქვენი სურვილის და ბიუჯეტის ფარგლებში.
ჩვენ ასევე დაგეხმარებით სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის წვეულების დაგეგმვა- ორგანიზებაში.
სპა პროცედურები გაერთიანებული წყლის ფილოსოფიასთან დაგეხმარებათ ძალების აღდგენასა და დიდი ხნის მივიწყებული სიმშვიდის, მყუდროების, შინაგანი ჰარმონიის და სულიერი თანაფარდობის აღდგენაში.
სასტუმროს სპა ცენტრი მოიცავს შემდეგს:
- ფინური საუნა
- თურქული საუნა
- ცივი წყლის ავზი
- ტრენაჟორების დარბაზი
- მექანიკური მასაჟორი
- მასაჟის ოთახი
სასტუმროში „სნოუ პლაზა“ ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა დატკბეთ კარგი თამაშით საბილიარდე დარბაზში, რუსული ბილიარდის და ამერიკული პულის პროფესიონალურ მაგიდებზე და გაატაროთ თავისუფალი დრო მეგობრების ან უბრალოდ ნაცნობების წრეში სასიამოვნოდ და აზარტულად, განსხვავებულ ატმოსფეროში გემოვნებიანი მუსიკის თანხლებით. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ ჩვენი შეფ-მზარეულის და ბარმენის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძები და კოქტეილები.
სასტუმრო ‘სნოუ პლაზა’-ს საკონფერენციო დარბაზი გთავაზობთ საუკეთესო პირობებს: ბიზნეს შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების, პრეზენტაციების და კორპორატიული საღამოების მოსაწყობად.
დარბაზი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და საჭირო ინვენტარით.
ჩვენი სასტუმრო ასევე გთავაზობთ „სარესტორნო მომსახურებას“. თქვენი სურვილისამებრ ჩვენ გავუწევთ ორგანიზებას მსუბუქ და გემრიელ ყავის შესვენებას, მადისაღმძვრელ ბიზნეს ლანჩს და საუცხოოდ გაფორმებულ ფურშეტსა და ვახშამს.