Hotel24.ge
შესვლა
ახალციხე სასტუმრო

სასტუმრო ტიფლისი

★★★
სასტუმრო ტიფლისი — ფოტო 1 1 / 47

ობიექტის ინფორმაცია

ქალაქი
ახალციხე
ტიპი
სასტუმრო
შეფასება
★★★
მისამართი
ასპინძის ქუჩა №12
შესვლა
14:00
გასვლა
12:00
ტრანსპორტი
ავტობუსი მიკროავტობუსი ტაქსი მანქანა
აეროპორტი
150 წთ.
რკინიგზის სადგური
5 წთ.
ობიექტის ID
#1207

სასტუმროს აღწერა

ნახულია 32,579-ჯერ

სასტუმრო სასტუმრო ტიფლისი -ს ადგილმდებარეობაა ახალციხე. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 150 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 5 წუთის სავალ მანძილზე.

ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, ტაქსის სერვისით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.

ბინას აქვს:

  • ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
  • აივანი
  • საშხაპე
  • ტელევიზორი
  • კონდიციონერი
  • ფენი

„სასტუმრო ტიფლისი" მდებრეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, თბილისიდან 205 კმ-ის დაშორებით ქ. ახალციხის ცენტრალურ ნაწილში. სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლიდან, ახალციხის (რაბათის) ციხიდან, ათიოდე წუთის სავალზე.

სასტუმრო ტიფლისი იდეალურია საოჯახო დასვენების, ბიზნეს შეხვედრებისა და კორპორატიული საღამოებისათვის. სასტუმრო ტიფლისი გთავაზობთ მაღალი კატეგორიის მყუდრო და კომფორტულ ნომრებს. ჩვენი მიზანია სტუმარმა თავი იგრძნოს კომფორტულად და დაცულად.

სასტუმროს ტერიტორიაზე მოქმედებს რესტორანი, რომელიც ჩვენს სტუმრებს სთავაზობს, როგორც ქართულ, ისე ევროპულ სამზარეულოს. ჩვენთან შესაძლებლობა გეძლევათ დააგემოვნოთ ნამდვილი მესხური კერძები, რომელიც მზადდება ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით და განსაკუთრებულია საქართველოში. თანამედროვე სასმელების, კოქტეილებისა და სასიამოვნო მუსიკის მოყვარულებს შეუძლიათ განტვირთვა ბარში.

საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რომელიც, ბიზნეს შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების, საერთაშორისო ფორუმების გამართვისა და ყველა სახის და ფორმატის საქმიანი შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. დარბაზის საერთო ფართი არის 50 კვ.მ და გათვლილია 40 მონაწილეზე. თანამედროვე საკონფერენციო დარბაზი – ეს არის ის სამუშაო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს საქმიანი ღონისძიებების წარმატებულ ჩატარებას. ჩვენი მოხერხებული და შესანიშნავად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ოპტიმალური არჩევანი იქნება, თუ თქვენ გჭირდებათ სამუშაო განწყობის შექმინსათვის საჭირო სივრცე, კომფორტი და მონაწილეთა სრული ჩართულობა ბიზნეს ღონისძიებებში. მოწყობილობა, Wi-Fi.

სასტუმროს მომსახურებები

აივანი
სააბაზანო
ფენი
საშხაპე
ბავშვებს მივესალმებით
Wifi
სამჯერადი კვება
მართავს მფლობელი
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა აკრძალულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
ვალუტის გაცვლა
საკონფერენციო დარბაზი
სერვისი მაღვიძარა
კონდიციონერი
ცენტრალური გათბობა
ბარი
საკუთარი რესტორანი
პიკნიკის ზონა
კოცონის ანთება დაშვებულია
ქორწილები და სხვა დღესასწაულები
ტრანსფერი
ტელევიზია
ტურები
ტაქსი

ბავშვები და დამატებითი საწოლი

ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!

10 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 20 ლარს ერთი ღამით!
10 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 35 ლარს ერთი ღამით!

დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:

  • ოთახში "double" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "comfort double" შესაძლებელია დივნის გაშლა 1 ადამიანისთვის.
  • ოთახში "twin" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "twin big" შესაძლებელია დივნის გაშლა 1 ადამიანისთვის.
  • ოთახში "twin with balcony" შესაძლებელია დივნის გაშლა 1 ადამიანისთვის.
  • ოთახში "family room" შესაძლებელია დივნის გაშლა 2 ადამიანისთვის. დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.

კარგია იცოდე

ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება

შინაური ცხოველები აკრძალულია.

პოლიტიკა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა

  • ავანსად უნდა გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულების 15%. დარჩენილი თანხა გადაიხდება ადგილზე.
  • Check in-მდე 7 ან მეტი დღით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, დეპოზიტი დაგიბრუნდებათ. უფრო გვიან გაუქმების შემთხვევაში დეპოზიტი არ ბრუნდება.