პრაქტიკულად მუშტაიდის პარკის ყველა ატრაქციონი ორიენტირებულია საბავშვო პუბლიკაზე. ის განლაგებულია პარკის ცენტრალურ ნაწილში. პირობითად მისი გაყოფა შეიძლება სამ ნაწილად. ჩრდილიანი ხეივნები ხრეშიანი გზებით, საბავშო რკინიგზის რგოლი და ატრაქციონები ცენტრში.
ატრაკციონებს შორის: საქანელები, ამერიკული გორკები, პატარა გუბურა შადრევნებით. პარკში არის რამოდენიმე კაფე სადაც შემოგთავაზებენ გაზიან სასმელებს, ლუდს, ფენოვან ნამცხვრებს, ტკბილეულობას და ნაყინს.
ატრაქციონი ფასიანია, მატარებელზე მგზავრობის ჩათვლით, დაახლოვებით 1,5-2 ლარი. ანგარიშსწორებისთვის პარკის ტერიტორიაზე იყენებენ პლასტიკურ ბარათს, რომელიც იყიდება პარკის სალაროში.
აღმაშენებლის გამზ. 182, თბილისი
+995 234 17 82, +995 234 36 25